„იმედია, მალე დავბრუნდებით ჩვენს საყვარელ სკოლაში“ - ქვედა კვირიკეს საჯარო სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა
02-04-2020

ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გამო, ქობულეთის მუნიციპალიტეტის ქვედა კვირიკეს საჯარო სკოლა გადავიდა დისტანციურ სწავლებაზე.

„მასწავლებლები იყენებენ დისტანციურ სასწავლო პროცესს მორგებულ პროგრამებს, კერძოდ შექმნილია ჯგუფები მესენჯერში. ასევე თანდათანობით გადადიან Teams-ის  პროგრამაზე, სადაც შესაძლებელია ვირტუალური საკლასო ოთახებისა და ციფრული დაფის მოწყობა. 

აღსანიშნავია ისიც, რომ ზოგიერთ მოსწავლეს არ აქვს წვდომა ინტერნეტთან და შესაბამისად, ვერ ხერხდება  მოსწავლეებთან დაკავშირება. იმედია, მალე დავბრუნდებით ჩვენს საყვარელ სკოლაში“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა. სკოლებში დეზინფექციები ტარდება.  2 მარტს დაწყებული არდადეგები გახანგრძლივდა, სწავლება კი დისტანციურად მიმდინარეობს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203