
შოთა ხურციძის სახელობის ვანის მუნიციპალიტეტის საპრასიის საჯარო სკოლაში სადენზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.
სპეციალური ხსნარით დასუფთავდა სკოლის კედლები და იატაკი, საკლასო ოთახები, სველი წერტილები, კაბინეტები და დერეფნები.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა. სკოლებში დეზინფექციები ტარდება. 2 მარტს დაწყებული არდადეგები გახანგრძლივდა, სწავლება კი დისტანციურად მიმდინარეობს.
იხილეთ ფოტოები