
ადიგენის მუნიციპალიტეტის დაბა აბასთუმნის საჯარო სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა.
როგორც მასწავლებლები, ასევე მოსწავლეები და მათი მშობლები აქტიურად არიან ჩართულნი Teams, OUTLOOk, facebook პროგრამებში, სადაც აქტიური კომუნიკაცია აქვთ ერთმანეთთან. ბავშვები იღებენ დავალებას. შემდეგ კი მიღებულ ცოდნას მოსწავლეები Izrune.ge-ს საშუალებით ამოწმებენ.
Izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.