
თბილისის N117 საჯარო სკოლის მასწავლებლები და მოსწავლეები ონლაინ გაკვეთილებში აქტიურად არიან ჩართულნი. მასწავლებლები მოსწავლეებთან საკომუნიკაციოდ სხვადასხვა საშუალებას იყენებენ.
„სკოლაში დასაქმებულია 81 პედაგოგი. ისინი აქტიურად არიან ჩართულები დისტანციური სწავლა-სწავლების პროცესში. იყენებენ სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალებებს და მოსწავლეებს უკავშირდებიან: Microsoft Teams, Zoom-ის აპლიკაციისა და Facebook-ში შექმნილი ჯგუფების მეშვეობით. Online-სწავლებაში ჩართულია ყველა პედაგოგი.
აღსანიშნავია ის, რომ ფიზიკური აღზრდისა და სპორტის პედაგოგები თეორიული პროგრამით არიან ჩართულნი ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაში“,-აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.