
ქობულეთის მუნიციპალიტეტის, საჩინოს საჯარო სკოლაში მედიაწიგნიერების მიმართულებით ცნობიერების ამაღლების მიზნით, 27 თებერვალს, ღონისძიება ჩატარდა.
ღონისძიებაზე მოწვეულმა სტუმრებმა და მონაწილეებმა ისაუბრეს მედიაწიგნიერების უნარებისა და ქცევების ჩამოყალიბება-განვითარებაზე. ღონისძიების მონაწილეებმა ასევე აღნიშნეს მედიის შინაარსის კრიტიკული ანალიზის მნიშვნელობა.
მოსწავლეები ღონისძიებაში აქტიურად ჩაერთვნენ და მათთვის საინტერესო კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს.
იხილეთ ფოტოები