
ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით, დისტანციური სწავლა-სწავლების პროცესში საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ნინოწმინდის საჯარო სკოლის ყველა მოსწავლე და მასწავლებელი ჩაერთო.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, ტექნიკური პრობლემების გამო, ვერ ხერხდება ონლაინ გაკვეთილების/ შეხვედრების საშუალებით დისტანციური სწავლება. მოსწავლე- მასწავლებელს შორის საგანმანათლებლო კომუნიკაცია ხორციელდება სატელეფონო შეტყობინებებისა და ფოტო-ვიდეო მასალების საშუალებით.
სკოლის საგანმანათლებლო მიზნები და ამოცანები ეფუძნება ესგ-ს მოთხოვნებს, საგნობრივ სტანდარტებს. მასწავლებლები სხვადასხვა საინტერესო, სახალისო-შემეცნებით აქტივობებს სთავაზობენ მოსწავლეებს. შესაბამისად, ბავშვები ხალისით არიან ჩართულნი დისტანციურ სასწავლო პროცესში. პედაგოგები მიმართავენ განმავითარებელ შეფასებას, რაც მოსწავლეთა მოტივაციას უფრო პროდუქტიულს ხდის.