გომბორის საჯარო სკოლაში დეზინფექცია ჩატარდა
02-04-2020

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გომბორის საჯარო სკოლა მაღალმთიანი სოფელია, რაიონში სადეზინფექციო სამუშაობის ჩატარება სწორედ ამ სკოლიდან დაიწყო.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, 9 მარტს სკოლაში დეზინფექცია სპეციალურმა სამსახურმა ჩაატარა.  სკოლის შენობაში არსებული ყველა ოთახი, ყველა სათავსო, სველი წერტილები და ა.შ. წესების შესაბამისად დამუშავდა. რამდენიმე დღის შემდეგ სკოლა საგულდაგულოდ დასუფთავდა ჰიგიენური საშუალებებით.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. სკოლებში დეზინფექციები ტარდება. 2 მარტს დაწყებული არდადეგები გახანგრძლივდა, სწავლება კი დისტანციურად მიმდინარეობს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203