
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ვაშლევის საჯარო სკოლა მსოფლიო პანდემიით გამოწვეულ მდგომარეობას ეხმიანება.
„ჩვენ ვუერთდებით მოწოდებას „დარჩი სახლში“ და ვცდილობთ, სახლიდან ვიმუშაოთ ნაყოფიერად, რათა ჩვენმა მოსწავლეებმა მიიღონ საჭირო განათლება.
მოსწავლეები და პედაგოგები ჩავერთეთ mikrosoft tims-ის პროგრამაში, ეს ახალი და საინტერესო პროგრამა გვეხმარება ურთიერთობაში, მოსწავლეები დიდი ინტერესით ურთიერთობენ პედაგოგებთან და იღებენ ახალ მასალასა და პედაგოგების მითითებებს, რაც ენთუზიაზმს მატებს პედაგოგებს ამ უჩვეულო სიტუაციებს გაუმკლავდნენ და იმუშაონ მოსწავლეთათვის. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.