აჭარისაღმართის საჯარო სკოლის მასწავლებლები გაკვეთილებს დისტანციურად ატარებენ
02-04-2020

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭარისაღმართის საჯარო სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა.

პედაგოგები დისტანციური გაკვეთილების ჩასატარებლად ვიდეოკონფერენციების სერვის „ზუმს“ იყენებენ.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, როგორც მასწავლებლები ისე მოსწავლეები დისტანციურ სასწავლო პროცესში აქტიურად ჩაერთვნენ.

„აჭარისაღმართის საჯარო სკოლა გადავიდა დისტანციურ სწავლებაზე „ზუმის“ საშუალებით. პედაგოგები და მოსწავლეები აქტიურად არინ ჩართულები სასწავლო პროცესებში“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203