
ქობულეთის მუნიციპალიტეტის ბობოყვათის საჯარო სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, ონლაინ გაკვეთილები აქტიურად მიმდინარეობს. მასწავლებლები მოსწავლეებთან საკომუნიკაციოდ და სწავლა/სწავლების პროცესისთვის იყენებენ „ზუმს“.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა. სკოლებში 2 მარტს დაწყებული არდადეგები გახანგრძლივდა, სწავლება კი დისტანციურად მიმდინარეობს.