სახალვაშოს საჯარო სკოლის შენობას და ინვენტარს დეზინფექცია ჩაუტარდა
02-04-2020

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სახალვაშოს საჯარო სკოლის შენობას და ინვენტარს დეზინფექცია ჩაუტარდა.

სპეციალური ხსნარით დასუფთავდა სკოლის კედლები და იატაკი, საკლასო ოთახები, სველი წერტილები, კაბინეტები და დერეფნები.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. სკოლებში დეზინფექციები ტარდება. 2 მარტს დაწყებული არდადეგები გახანგრძლივდა, სწავლება კი დისტანციურად მიმდინარეობს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203