საროს საჯარო სკოლა დისტანციური სწავლების პროცესში აქტიურად ჩაერთო
02-04-2020

ასპინძის მუნიციპალიტეტის საროს საჯარო სკოლა დისტანციური სწავლების პროცესში აქტიურად ჩაერთო.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, მასწავლებლებიც და მოსწავლეებიც ჩაერთვნენ TEAMS-ში და სწავლის პროცესი აქტიურია. სამინისტროს მიერ რეკომენდირებული საკომუნიკაციო საშუალება, TEAMS-ის პროგრამა საინტერესო აღმოჩნდა მასწავლებლებისათვის და მოსწავლეებისთვისაც.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა. სკოლებში 2 მარტს დაწყებული არდადეგები გახანგრძლივდა, სწავლება კი დისტანციურად მიმდინარეობს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203