ბუკნარის საჯარო სკოლის მასწავლებლები გაკვეთილებს დისტანციურად ატარებენ
02-04-2020

ალექსი ბერაძის სახელობის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ბუკნარის საჯარო სკოლის მასწავლებლები გაკვეთილებს დისტანციურად ატარებენ.

სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები აქტიურად არიან ჩართულნი დისტანციურ სწავლებაში. სკოლის წარმომადგენლის თქმით, რადგან ინტერნეტის ხარვეზია, „მესენჯერით“ და სხვა დამხმარე საშუალებებით ხდება სწავლა/სწავლების პროცესი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა. სკოლებში 2 მარტს დაწყებული არდადეგები გახანგრძლივდა, სწავლება კი დისტანციურად მიმდინარეობს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203