გოგნის საჯარო სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები დისტანციური სწავლების პროცესში აქტიურად ჩაერთვნენ
02-04-2020

კახაბერ ბრეგვაძის სახელობის თერჯოლის მუნიციპალიტეტის გოგნის საჯარო სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები აქტიურად არიან ჩართულები დისტანციური სწავლების პროცესში.

პედაგოგები იყენებენ სხვადასხვა ხერხებს საკომუნიკაციოდ. კერძოდ, „მესენჯერსა“ და Facebook-ს. აგრეთვე ეტაპობრივად მიმდინარეობს სამინისტროს რეკომენდირებულ Teams-ს პროგრამაში ჩართვა. მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა გამოთქვეს  Microsoft office 365 პროდუქტების გამოყენების სურვილი. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, ძალიან საინტერესო და სასარგებლო გახდა ტექნოლოგიების გამოყენება მათთვის.  

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203