შუაფხოს საჯარო სკოლის მოსწავლეებს გაკვეთილები დისტანციურად უტარდებათ
02-04-2020

დუშეთის მუნიციპალიტეტის შუაფხოს საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის დისტანციური სწავლება მიმდინარეობს. მასწავლებლები იყენებენ სხვადასხვა სოციალურ ქსელს, ასევე TEAMS-ის პროგრამას.

„პედაგოგები და მოსწავლეები „მესენჯერსა“ და facebook-ს იყენებდნენ. ეტაპობრივად, გადავედით სამინისტროს მიერ რეკომენდირებულ საკომუნიკაციო საშუალებაზე. TEAMS-ის პროგრამა საინტერესო აღმოჩნდა მასწავლებლებისათვის და მოსწავლეებისთვისაც“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. სკოლებში 2 მარტს დაწყებული არდადეგები გახანგრძლივდა, სწავლება კი დისტანციურად მიმდინარეობს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203