ჭანჭათის საჯარო სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა
02-04-2020

ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო დამკვიდრებულ დისტანციურ სწავლებას ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ჭანჭათის სკოლის მასწავლებლებმაც აუწყეს ფეხი. 

„მასწავლებელთა უმრავლესობა ჩართული არის teams პლატფორმაში და მოსწავლეებთან ამყარებენ კავშირს. მასწავლებლები თანდათან უფრო არკვევენ  teams-ში მუშაობის მეთოდებს. Teams პროგამაში მუშაობისათვის შექმნილი არის ელექტრონული მასალები, რომელიც ეხმარება ჩვენ მასწავლებლებს. გარდა ამისა, შექმნილი არის ჯგუფები და მასწავლებლებს უტარდებათ დისტანციური ტრენინგები. ჭანჭათის სკოლის მასწავლებლებისთვის მსგავსი ტრენინგი ჩატარდა  31 მარტს კვალიფიციური ტრენერის მიერ.

უნდა აღინიშნოს, რომ მოსწავლეთა დიდი ნაწილი ვერ ახერხებს teams პლატფორმაში შესვლას ინტერნეტის არქონის გამო,“-აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203