
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის აჭარისაღმართის საჯარო სკოლაში დეზინფექცია ჩატარდა.
სპეციალური ხსნარით დამუშავდა სკოლის სრული ტერიტორია: საკლასო ოთახები, დერეფნები, სველი წერტილები, კაბინეტები, სპორტული დარბაზი, კედლები და იატაკი.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა. სკოლებში დეზინფექციები ტარდება, სწავლება კი დისტანციურად მიმდინარეობს.