
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის კიცხის საჯარო სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა. მასწავლებლები მოსწავლეებს სხვადასხვა საშუალებით უკავშირდებიან.
„ვმუშაობთ „თიმსში“, ასევე სოციალური ქსელების ჯგუფებში ვართ გაწევრანებულები. გარდა ამისა, სატელეფონო კომუნიკაცია გვაქვს ბავშვებთან და მშობლებთან. მათ უკავშირდებიან საგნის პედაგოგები და კლასის ხელმძღვანელები. კლასში ცოტა ბავშვი გვყავს, 5-6 ან მაქსიმუმ 10-11 და ამიტომ მარტივად ვახერხებთ სატელეფონო კომუნიკაციას“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა. სწავლება კი დისტანციურად მიმდინარეობს.