
შოთა ხურციძის სახელობის ვანის მუნიციპალიტეტის საპრასიის საჯარო სკოლის პედაგოგები და მოსწავლეები სხვადასხვა საშუალებების გამოყენებით აქტიურად არიან ჩართულნი დისტანციური სწავლების პროცესში.
სკოლის წარმომადგენლის ინფორმაციით, ცალკეული საგნის მასწავლებლებს სოციალურ ქსელში შექმნილი აქვთ ჯგუფები, რომლებშიც გაერთიანებული არიან შესაბამისი კლასის მოსწავლეები. რადგან ყველა მოსწავლეს არა აქვს ინტერნეტთან წვდომა, მასწავლებლები ინდივიდულაური საჭიროებიდან გამომდინარე მოსწავლეებისთვის ამზადებენ და აწვდიან შესაბამის მასალებს საგნობრივ ჭრილში როგორც მატერიალური სახით, ასევე საკომუნიკაციო საშუალებებით
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა. სწავლება კი დისტანციურად მიმდინარეობს.