ჭეჭლას საჯარო სკოლაში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა
01-04-2020

ადიგენის მუნიციპალიტეტის ჭეჭლას საჯარო სკოლაში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.

5 მარტს სპეციალური ხსნარით დამუშავდა საკლასო ოთახები, დერეფნები, სველი წერტილები, კაბინეტები, სპორტული დარბაზი, კედლები და იატაკი.

სასწავლო პროცესის განახლების შემთხვევაში, სკოლა სრულიად მზადყოფნაშია განაახლოს მუშაობა. ადმინისტრაციას შეძენილი აქვს ყველა საჭირო ჰიგიენური საშუალება.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა. სკოლებში დეზინფექციები ტარდება, სწავლება კი დისტანციურად მიმდინარეობს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203