
ქობულეთის მუნიციპალიტეტის, საჩინოს საჯარო სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მასწავლებლებმა შექმნეს ჯგუფები და ცხრილის მონახაზის მიხედვით გაკვეთილების ჩაატარება დაიწყეს.
„საჩინოს საჯარო სკოლა გადავიდა დისტანციურ სწავლებაზე, ამ ეტაპზე ჩვენთვის, ყველასთვის ხელმისაწვდომი არის messenger -ის გამოყენება, სადაც მასწავლებლებმა შექმნეს ჯგუფები და დაიწყეს გაკვეთილების ჩაატარება, ცხრილის მონახაზის მიხედვით, რასაც საჩინოს სკოლის ადმინისტრაცია გააკონტროლებს“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო სკოლები დაკეტილია, სწავლა კი დისტანციურად მიმდინარეობს.
იხილეთ ფოტოები