
COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, გორის მუნიციპალიტეტის, თორტიზის საჯარო სკოლაში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.
სპეციალური სადეზინფექციო ხსნარით დამუშავდა სკოლის შენობა და ინვენტარი.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. სკოლები დაკეტილია. სასწავლო დაწესებულებებში სადეზინფექციო სამუშაოები განხორციელდა. სწავლა კი დისტანციურად მიმდინარეობს.