
წყალტუბოს მუნუცუპალიტეტის სოფელ საჩხეურის საჯარო სკოლის მასწავლებლები მაქსიმალურად ცდილობენ სასწავლო პროცესი კარგად წარმართონ.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, სკოლაში მოსწავლეები და მასწავლებლები ძირითადად ტელეფონის საშუალებით უკავშირდებიან ერთმანეთს, რადგან სოფელში ინტერნეტის პრობლემა აქვთ.
„მოსწავლეები და მასწავლებლები მაქსიმალურად ცდილობენ საგაკვეთილო პროცესი კარგად წარმართონ“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო სკოლები დაკეტილია, სწავლა კი დისანციურად მიმდინარეობს.