დუცხუნის საჯარო სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა
01-04-2020

ვანის მუნიციპალიტეტის დუცხუნის საჯარო სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა.

სკოლის წარმომადგენლის ინფორმაციით, მასწავლებლები იყენებენ სხვადასხვა საშუალებას მოსწავლეებთან დასაკავშირებლად. მათ, ძირათადად, „მესენჯერის“ საშუალებით უწევთ გაკვეთილების ჩატარება. 

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. სკოლებში დეზინფექციები ტარდება, სწავლება კი დისტანციურად მიმდინარეობს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203