წყალაფორეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის ონლაინ-გაკვეთილები ტარდება
01-04-2020

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის წყალაფორეთის საჯარო სკოლის მასწავლებლები გაკვეთილებს ონლაინ რეჟიმში ატარებენ. ახალ გამოწვევას პედაგოგებმა და მოსწავლეებმა კარგად გაართვეს თავი.

„ცხადია, ქვეყანაში და სრულიად მსოფლიოში არსებულმა სიტუაციამ გავლენა იქონია ჩვენი სკოლის სწავლების ხარისხზე, განსაკუთრებით ეს დისტანციური სწავლების პირველ ეტაპზე შეიმჩნეოდა, თუმცა სწრაფად მოვახერხეთ როგორც მასწავლებლებმა, ისე მოსწავლეებმა.

ამ ეტაპისათვის ყველა მასწავლებელი და თითქმის ყველა მოსწავლე ჩართულია Teams -ის პროგრამაში, რაც გულისხმობს დისტანციური სწავლების პროცესში Microsoft office 365-ის პროდუქტების გამოყენებას.  სულ სამი ბავშვი ვერ ახერხებს აღნიშნულ პროგრამაში ჩართვას, თუმცა მათთან ტელეფონით ვურთიერთობთ, პარალელურად ვმუშაობთ ტექნიკური ხარვეზების გამოსწორებაზე“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. სკოლებში დეზინფექციები ტარდება, სწავლება კი დისტანციურად მიმდინარეობს.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203