
Covid -19 - ის გავრცელების პრევენციის მიზნით, კახაბერ ბრეგვაძის სახელობის თერჯოლის მუნიციპალიტეტის გოგნის საჯარო სკოლაში სადიზენფექციო სამუშაოები ჩატარდა.
11 მარტს სპეციალური ხსნარით დამუშავდა საკლასო ოთახები და ინვენტარი. სკოლას ასევე გადაეცა სადიზენფექციო ხსნარები.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. სკოლებში დეზინფექციები ტარდება, სწავლება კი დისტანციურად მიმდინარეობს.
იხილეთ ფოტოები