
დუშეთის მუნიციპალიტეტის შუაფხოს საჯარო სკოლაში სადეზინფექციო სამუშაოები გეგმურად ჩატარდა.
სპეციალური ხსნარით დამუშავდა საკლასო ოთახები, დერეფნები, სველი წერტილები, კაბინეტები, სპორტული დარბაზი, კედლები და იატაკი.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა. სკოლებში დეზინფექციები ტარდება, სწავლება კი დისტანციურად მიმდინარეობს.