ლეღვანის საჯარო სკოლის მასწავლებლები გაკვეთილებს დისტანციურად ატარებენ
01-04-2020
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ლეღვანის საჯარო სკოლის მასწავლებლები გაკვეთილებს დისტანციურად ატარებენ.
პედაგოგები მოსწავლეებთან საკომუნიკაციოდ სხვადასხვა სოციალურ ქსელს იყენებენ, ბავშვებს უხსნიან გაკვეთილებს და დავალებებსაც უმოწმებენ. დისტანციური სწავლა/სწავლების პროცესი ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობს. მასწავლებლები ეტაპობრივად ერთვებიან სამინისტროს მიერ რეკომენდირებულ საკომუნიკაციო საშუალება „თიმსში“.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა. სწავლება კი დისტანციურად მიმდინარეობს.