
საჩხერის მუნიციპალიტეტის ჩიხის საჯარო სკოლაში, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.
სკოლის შენობა და ინვენტარი სპეციალური ხსნარებით დამუშავდა.
„მადლობა საქმის შემსრულებლებს: ნოდარ ქველაძეს, ვლადიმერ იაკობაშვილს, ლალი იაკობაშვილს, ელგიზი ტალახაძეს, ნოდარ იაკობაშვილს, ნონა ჭიღლაძეს და ლარა ჭიღლაძეს“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. სკოლებში დეზინფექციები ტარდება, სწავლება კი დისტანციურად მიმდინარეობს.
იხილეთ ფოტოები