ზემო ქედის N1 საჯარო სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა
01-04-2020

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ზემო ქედის N1 საჯარო სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა.

მოსწავლეები და მასწავლებლები​ აქტიურად არიან ჩართული სწავლა-სწავლების პროცესში. მასწავლებლები იყენებენ  კომუნიკაციის სხვადასხვა საშუალებას. ისინი, ეტაპობრივად, გადავიდნენ სამინისტროს მიერ რეკომენდირებულ  საკომუნიკაციო საშუალებაზე, რომელიც წარმოადგენს ტექნოლოგიების გამოყენებით დისტანციური სწავლების უზრუნველყოფას TEAMS-ის პროგრამის მეშვეობით.

აღნიშნული პროგრამა გულისხმობს დისტანციური სწავლების პროცესში Microsoft office 365-ის პროდუქტების გამოყენებას, რომელიც ძალიან საინტერესო აღმოჩნდა როგორც მასწავლებლებისათვის, ისე მოსწავლეებისათვისაც.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, ორივე მხარე მაქსიმალურადაა ჩართული დისტანციურ საგაკვეთილო პროცესში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203