„Izrune.ge დიდ წვლილს შეიტანს მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავებაში“- ინოვაციურ პორტალში ჭრებალოს საჯარო სკოლის ყველა მოსწავლეა ჩართული
01-04-2020

მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალ Izrune.ge-ში ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ჭრებალოს საჯარო სკოლის ყველა მოსწავლე ჩაერთო. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, III კლასის მოსწავლეთა დიდი ნაწილი ჩართული იყო მოსწავლეთა Izrune.ge-ს ყოველ ტესტირებაში და წამატებებსაც აღწევენ. ოჯახებიც თვალს ადევნებენ მათ წარმატებას. ამჟამად კი Izrune.ge-ს სკოლის ყველა მოსწავლე შეუერთდა.

„ამბროლაურის მერიამ რაიონის მოსწავლეების პროექტში უსასყიდლოდ ჩართვა უზრუნველყო, რაც დიდ წვლილს შეიტანს არდადეგებზე მოსწავლეების მიერ განათლების მიღებასა და ცოდნის გაღრმავებაში. ამჟამად, სკოლის ყველა მოსწავლეა ჩართულია პროექტში.  დიდი მადლობა ადგილობრივ ხელისუფლებას  სკოლის მოსწავლეების, მასწავლებლებისა და მშობლების სახელით.

ასევე მადლობა მინდა გადავუხადო, ჩემი შვილების, მარიამ და ნინო გორგიაშვილების სახელით, რომლებიც არიან ამბროლაურის I საჯარო სკოლის მოსწავლეები, ისინი გასული სასწავლი წლიდან აქტიურად არიან ჩართულები Izrune.ge -ს ტესტირებაში.

დიდი მადლობა თქვენს გუნდს დაუღალავი შრომისათვის და სიახლეების შემოთავაზებისათვის“, - აღნიშნავს ჭრებალოს საჯარო სკოლის III კლასის დამრიგებელი ლალი სანთელაძე.

Izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.

ერთად ვიზრუნოთ მომავალი თაობის დისტანციური განათლების მოტივაციაზე.

იხილეთ ფოტო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203