
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის, ოზაანის საჯარო სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მასწავლებლები დისტანციური გაკვეთილების ჩასატარებლად სხვადასხვა ხერხებს მიმართავენ.
„ოზაანის საჯარო სკოლაში მოსწავლეები და მასწავლებლები გადავიდნენ დისტანციურ სწავლებაზე და მიმართავენ სხვადასხვა ხერხებს, როგორც „მესენჯერს“ ასევე „ზუმს“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო სკოლებში სწავლა შეწყვეტილია, სწავლება კი დისტანციურად მიმდინარეობს.