
ვანის მუნიციპალიტეტის, სალხინოს საჯარო სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები დისტანციური სწავლა-სწავლების პროცესში აქტიურად არიან ჩართულნი.
პედაგოგები „მესენჯერსა“ და facebook-ს იყენებენ და აგრეთვე ეტაპობრივად გადავიდნენ სამინისტროს მიერ რეკომენდირებულ საკომუნიკაციო საშუალებაზე რომელიც წარმოადგენს ტექნოლოგიების გამოყენებით დისტანციური სწავლების უზრუნველყოფას TEAMS-ის პროგრამის მეშვეობით, რაც გულისხმობს დისტანციური სწავლების პროცესში Microsoft office 365-ის პროდუქტების გამოყენებას. რეკომენდირებულ საკომუნიკაციო საშუალებაზე გადასვლა ძალიან საინტერესო აღმოჩნდა როგორც მასწავლებლებისათვის ისე მოსწავლეებისთვის.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, ორივე მხარე მაქსიმალურადაა ჩართული დისტანციურ საგაკვეთილო პროცესში.