გაიცანით ჭიათურის N2 საჯარო სკოლის საამაყო მოსწავლე მარიამ კომლაძე, რომელმაც Izrune.ge-ს ოქროს დიპლომი მოიპოვა
01-04-2020

ჭიათურის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალში - Izrune.ge-ში ხალისით არიან ჩართულნი.

მათ შორის, გაიცანით ჭიათურის N2 საჯარო სკოლის ერთ-ერთი საამაყო წარმომადგენელი I  კლასის მოსწავლე მარიამ კომლაძე.

‍‍სკოლასთან და კლასის ხელმძღვანელთან - ნათია აბესაძესთან ერთად მასზე განსაკუთრებულად ზრუნავს დედა - ირმა ტყემალაძე.

ნათიას სურვილი იყო დედა და დამრიგებელი გაეხარებინა და ოქროს დიპლომი მიეღო.

მას ეს სურვილი აუსრულდა. მან წარმატებით გაართვა თავი შემაჯამებელ ტესტებს და დაიმსახურა კიდეც ოქროს დიპლომი.

I კლასს აქვს დიდი სურვილი და მოტივაცია მიიღოს „მომავლის კლასის“ ტიტული.

„მადლობა Izrune.ge-ს იმისთვის, რომ გვაძლევს საშუალებას, დავრჩეთ სახლში და ისე მივიღოთ განათლება“, - აღნიშნავენ ჭიათურის N2 საჯარო სკოლის აქტიური მშობლები.

Izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.

ერთად ვიზრუნოთ მომავალი თაობის დისტანციური განათლების მოტივაციაზე.

იხილეთ ფოტო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203