
COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის შროშის საჯარო სკოლაში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.
სპეციალური სადეზინფექციო ხსნარით დამუშავდა სკოლის შენობა და ინვენტარი.
„სადეზინფექციო სამუშაოები შროშის საჯარო სკოლაში გეგმურად ჩატარდა, პირველად 8 მარტს, სკოლას მოაწოდეს ასე სადეზინფექციო ხსნარები“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. სკოლები დაკეტილია, სწავლა კი დისტანციურად მიმდინარეობს.