„მადლობა Izrune.ge-ს, რომ გვაძლევს საშუალებას, დავრჩეთ სახლში და ისე მივიღოთ განათლება“- თბილისის N71 სკოლის მოსწავლეები ტესტებს წარმატებით გადიან
01-04-2020

თბილისის N71 საჯარო სკოლის მოსწავლეები მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალში Izrune.ge აქტიურად არიან ჩართულნი.

გაიზიარეთ მოსწავლეების, მათი ოჯახების და მათი განსაკუთრებულად აქტიური - თბილისის N71 საჯარო სკოლის წარმატება.

„N71-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, მშობლებმა და დამრიგებლებმა ვიაქტიურეთ და გავიარეთ დღევანდელი ტესტი. ჩვენი შვილები მოუთმენლად ელოდნენ ამ დღეს. აქვთ დიდი მოტივაცია მიიღონ „მომავლის კლასის“ ტიტული. მადლობა Izrune.ge-ს იმისთვის, რომ გვაძლევს საშუალებას, დავრჩეთ სახლში და ისე მივიღოთ განათლება. ამით კმაყოფილებას განიცდიან არა მხოლოდ ბავშვები, არამედ ჩვენც - მშობლები. N71 სკოლა თავის გუნდთან ერთად ყველას მოუწოდებს „დარჩით სახლში“ გვიყვარხართ“ - გვწერს სკოლის წარმომადგენელი.

გაიცანით, სკოლის საამაყო წარმომადგენლები:

  • ‍მარიამ ბარბაქაძე;
  • ‍დათა ხვედელიძე;
  • ‍ანა კაჭკაჭიშვილი;
  • ‍იოანე მაშავა;
  • ‍მათე მარტიაშვილი;
  • ‍ლიზი ჯარმელიშვილი;
  • ‍ნინი ლოჩოშვილი;
  • ‍გიორგი მიქაცაძე;
  • ‍გიორგი კოპაძე;
  • ‍ელენე ზამბახიძე;
  • ‍ნინი მახათაძე;

‍სკოლას ეტალონი დამრიგებელი ხათუნა ფახურიძე ჰყავს, სწორედ მისი დამსახურებაა I კლასის წარმატება Izrune.ge -ზე.

სკოლის საამაყო მოსწავლეა მეოთხე კლასის მოსწავლე ნიკოლოზ თამარაშვილი, რომელიც Izrune.ge -ს ტესტებს წარმატებით გადის. ნიკოლოზ თამარაშვილი მოგიწოდებთ, დარჩეთ სახლში და ჩაერთოთ მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალ Izrune.ge-ში.

ნიკოლოზ ჰყავს განსაკუთრებულად მზრუნველი დამრიგებელი ეკა მაისურაძე, რომელიც მუდმივად ეხმარება მოსწავლეებს განვითარებასა და საგანმანათლებლო პროექტებში ჩართვაში.

საამაყოა ნიკოლოზის მსგავსი ყველა ღირსეული მოქალაქე და ეკა მასწავლებლის მსგავსი ეტალონი დამრიგებლები.

Izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.

ერთად ვიზრუნოთ მომავალი თაობის დისტანციური განათლების მოტივაციაზე.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203