გაიცანით ცაგერის საჯარო სკოლის საამაყო მოსწავლე მათე გასვიანი, რომელიც Izrune.ge-ს ტესტებს წარმატებით გადის
01-04-2020

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის დამსახურებით ცაგერის საჯარო სკოლის მოსწავლეებს მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციური პორტალის Izrune.ge-ს ტესტების გავლა უფასოდ‍ შეუძლიათ. 

გაიცანით, ცაგერის საამაყო წარმომადგენელი - მათე გასვიანი. მათე, ქალაქ ცაგერის საჯარო სკოლის მეორე კლასის მოსწავლეა.

„საინტერესო და სახალისო კითხვებია. თქვენთან ერთად ჩვენც ვიზრდებით და ვვითარდებით. ყველას ვურჩევთ, მონაწილეობა მიიღოს ამ პროექტში“, - ამბობს მათე.

მასზე ცაგერის მერიასთან და სკოლასთან ერთად განსაკუთრებულად დედა - ნატო ბენდელიანი ზრუნავს.

მოსწავლის წარმატებით ამაყობს სკოლა და ცაგერის მერია.

Izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203