„ერთ მუშტად შეკრულნი გადავედით დისტანციურ სწავლებაზე“- ივერიის საჯარო სკოლის მოსწავლეები სწავლას შეუფერხებლად აგრძელებენ
01-04-2020

ასპინძის მუნიციპალიტეტის ივერიის საჯარო სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა. მიუხედავად იმისა, რომ მოსწავლეებს ინტერნეტის პრობლემა აქვთ, სწავლა შეუფერხებლად მიმდინარეობს. მასწავლებლები მათ კომუნიკაციის სხვადასხვა საშუალებით უკავშირდებიან.

„კორონავურისის გამო სკოლებში სწავლა შეწყდა, თუმცა ეს ხელს არ უშლის არც მასწავლებლებს და არც მოსწავლეებს სწავლის გაგრძელებაში. ერთ მუშტად შეკრულნი გადავედით დისტანციურ სწავლებაზე, სწავლის პროცესში ჩართულია ყველა. ვიყენებთ როგორც სატელეფონო ზარებს, ასევე „მესენჯერს“ და „თიმსს“. სამწუხაროდ, ჩვენთან მაღალხარისხიანი ინტერნეტკავშირი არაა, მაგრამ მოსწავლეთა 90%-ზე მეტი აქტიურადაა ჩართული დისტანციური სწავლების პროცესში“,-აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203