ყუმურის საჯარო სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები​ დისტანციური სწავლა-სწავლების პროცესში აქტიურად ჩაერთვნენ
01-04-2020

ვანის მუნიციპალიტეტის ყუმურის საჯარო სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები​ აქტიურად არიან ჩართული დისტანციური სწავლა-სწავლების პროცესში.

სკოლის წარმომადგენლის ინფორმაციით, პედაგოგები ბავშვებთნ საკომუნიკაციოდ „მესენჯერსა“ და facebook-ს იყენებენ.

მასწავლებლები, ეტაპობრივად, გადავიდნენ სამინისტროს მიერ რეკომენდირებულ საკომუნიკაციო საშუალებაზე, რომელიც წარმოადგენს ტექნოლოგიების გამოყენებით დისტანციური სწავლების უზრუნველყოფას TEAMS-ის პროგრამის მეშვეობით, რაც გულისხმობს დისტანციური სწავლების პროცესში Microsoft office 365-ის პროდუქტების გამოყენებას, რომელიც ძალიან საინტერესო აღმოჩნდა როგორც მასწავლებლებისათვის, ისე მოსწავლეებისათვისაც.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, ორივე მხარე მაქსიმალურადაა ჩართული დისტანციურ საგაკვეთილო პროცესში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203