
თეიმურაზ ჯორბენძის სახელობის ქობულეთის N3 საჯარო სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა.
სკოლის წარმომადგენლის ინფორმაციით, პედაგოგები იყენებენ „თიმსს“, „ზუმს“, „მესენჯერს“ და აქტიურად მიმდინარეობს სასწავლო პროცესი. დისტანციურ სწავლებაში მაქსიმალურად არიან ჩართულები როგორც პედაგოგები, ასევე მოსწავლეები და მშობლები.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. სწავლება კი დისტანციურად მიმდინარეობს.