
ქობულეთის მუნიციპალიტეტის კვირიკეს N2 საჯარო სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა.
სკოლის წარმომადგენლის ინფორმაციით, მასწავლებლები ონლაინ-გაკვეთილებისთვის იყენებენ „თიმსს“, „ზუმს“, „მესენჯერს“, ასევე სატელევიზიო გაკვეთილებს.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. სკოლებში დეზინფექციები ტარდება, სწავლება კი დისტანციურად მიმდინარეობს.