
დუშეთის მუნიციპალიტეტის, მიქელიანის საჯარო სკოლაში, COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, დეზინფექცია ჩატარდა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, სადეზინფექციო სამუშაოები ჩაატარა, როგორც სკოლამ საკუთარი შესაძლებლობებით, ისე მუნიციპალიტეტის გამოყოფილმა სპეციალურმა ჯგუფმა.
„კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სადეზინფექციო სამუშაოები ჩაატარა, როგორც სკოლამ საკუთარი შესაძლებლობებით, ისე მუნიციპალიტეტიდან მობრძანებული ჯგუფიც ატარებს სადეზინფექციო სამუშაოებს სკოლის შენობის შიგნით და გარე პერიმეტრზე“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.