
COVID-19-თან ბრძოლისა და პრევენციის მიზნით, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სამრეკლოს საჯარო სკოლაში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.
სპეციალური ხსნარით დამუშავდა სკოლის შენობა და ინვენტარი, დასუფთავდა საკლასო ოთახები, დერეფნები, სველი წერტილები, კაბინეტები, კედლები და იატაკი.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. სკოლებში დეზინფექციები ტარდება, სწავლება კი დისტანციურად მიმდინარეობს.
იხილეთ ფოტოები