
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის არბოშიკის საჯარო სკოლის პედაგოგები დისტანციურ სწავლებაზე გადავიდნენ.
სკოლის წარმომადგენლის ინფორმაციით, მასწავლებლები მოსწავლეებთან საკომუნიკაციოდ იყენებენ „მესენჯერს“, ასევე სხვადასხვა საშუალებას. დამრიგებლებმა კლასების მიხედვით სპეციალური ჯგუფები გააკეთეს და მოსწავლეებს მუდმივად აწვდიან სასწავლო მასალას, ასევე ტექსტურ დავალებებს.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. სკოლებში სწავლა შეწყვეტილია, სწავლება კი დისტანციურად მიმდინარეობს.