COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, ვანის მუნიციპალიტეტის, მიქელეფონის საჯარო სკოლაში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.
სპეციალური სადეზინფექციო ხსნარით დამუშავდა სკოლის შენობა და ინვენტარი.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. სკოლები დაკეტილია, სწავლა კი დისტანციურად მიმდინარეობს.
იხილეთ ფოტოები