აფხაზეთის N10 საჯარო სკოლის მასწავლებლები და მოსწავლეები დისტანციური სწავლების პროცესში აქტიურად არიან ჩართულნი
01-04-2020

აფხაზეთის N10 საჯარო სკოლა დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადავიდა.

დისტანციური სწავლების პროცესში აქტიურად არიან ჩართულნი როგორც მასწავლებლები, ასევე მოსწავლეები. მიუხედავად იმისა, რომ ონლაინგაკვეთილები მასწავლებლების უმრავლესობისთვის ახალი გამოწვევაა, აფხაზეთის N10 საჯარო სკოლის პედაგოგებმა თავი კარგად გაართვეს.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა. სკოლებში სწავლა შეწყვეტილია, სწავლება კი დისტანციურად მიმდინარეობს.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203