მიქელეფონის საჯარო სკოლის მასწავლებლები დისტანციურ სწავლებაზე გადავიდნენ
31-03-2020
ვანის მუნიციპალიტეტის, მიქელეფონის სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა.
„როგორც კი გამოცხადდა არდადეგები, ჩატარდა სამუშაო შეხვედრა და გადავწყვიტეთ ჩაგვეტარებინა ონლაინ რეჟიმში გაკვეთილები. ამისათვის ვიყენებთ ოფისი 365-ს, სადაც დარეგისტრირებული გვყავს ყველა მასწავლებელი და მოსწავლე და სისტემატიურ რეჟიმში ტარდება გაკვეთილები“, - წერს სკოლის წარმომადგენელი.
კორონავირუსის პანდემიის გამო საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. საჯარო სკოლებში სწავლა შეწყვეტილია და მოსწავლეებს გაკვეთილები დისტანციურად უტარდებათ.