ხოჯორნის საჯარო სკოლის მოსწავლეებს გაკვეთილები დისტანციურად უტარდებათ
31-03-2020
მარნეულის მუნიციპალიტეტის, ხოჯორნის საჯარო სკოლის მოსწავლეებს გაკვეთილები დისტანციურად უტარდებათ.
ონლაინ-გაკვეთილები ჩაატარა აზერბაიჯანული სექტორის მასწავლებელმა, ანარ შარიფოვმაც. საგაკვეთილო პროცესი მოსწავლეთა აქტიურობით წარიმართა.
„მართალია, მოსწავლეთა ნაწილი სოციალურად დაუცველია, მაგრამ მშობლები მაქსიმალურად ცდილობენ ხელშეწყობას. იმ მოსწავლეებისთვის კი, ვისაც არ აქვს ინტერნეტი, გამონახულია ალტერნატივა - სატელეფონო კავშირი“, - აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.