ივერიის საჯარო სკოლაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა
31-03-2020
ასპინძის მუნიციპალიტეტის, ივერიის საჯარო სკოლაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.
„ჩვენი სკოლა ზრუნავს სკოლის დეზინფექციაზე. დეზინფექცია ჩატარდა როგორც სკოლის მხრიდან, ასევე, მუნიციპალიტეტიდან მობრძანებული ჯგუფის მიერ. ამისთვის მადლობელი ვართ. სკოლა და მუნიციპალიტეტი ძალ-ღონეს არ იშურებენ ამ საკითხის დროულად მოგვარებისთვის“, - წერს სკოლის წარმომადგენელი.
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს დეზინფექცირება 10-მდე დასახელების სხვადასხვა სადეზინფექციო საშუალების გამოყენებით უტარდებათ.
კორონავირუსის პანდემიის გამო საქართველოს საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია. ამ პერიოდში საგანმანათლებლო დაწესებულებებში ინტენსიური სადეზინფექციო სამუშაოები ხორციელდება.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს