მიხეილ ჩხენკელის განცხადება კარანტინის გამოცხადების შემდეგ - „გამოწვევამ არ უნდა შეაჩეროს სასწავლო პროცესი“
31-03-2020
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განცხადება გააკეთა. მისი თქმით, ონლაინ სწავლება არ უნდა შეჩერდეს.
„როგორც მოგეხსენებათ, კორონავირუსის გამოწვევის გამო დროებით შეჩერებულია მეცადინეობები საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში, მაგრამ ამ გამოწვევამ არ უნდა შეაჩეროს სასწავლო პროცესი. აქედან გამომდინარე სკოლები და უნივერსიტეტები გადასული არიან სწავლების დისტანციურ ფორმაზე.
საკოორდინაციო საბჭოს დღეს დაემატა ქართული საკომუნიკაციო პლატფორმა, რომელსაც სკოლებს შევთავაზებთ“, - განაცხადა მინისტრმა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს